სწორად კვება საჭიროა დავიწყოთ დილიდანვე. საუზმის გამოტოვება არაფრით არ შეიძლება, თუმცა ასევე აუცილებელია სადილი და მსუბუქი ვახშამი.
ერთ-ერთი პოპულარული პროდუქტი, რომელიც საუზმეზეც და ვახშამზეც შეიძლება მივირთვათ, კვერცხია. კვერცხი მთლიანად უნდა მივიღოთ, იმიტომ რომ ორგანიზმისთვის საჭიროა ცილაც და გულიც. ეს პროდუქტი შეიცავს უამრავ სასარგებლი ელემენტებს. ორგანიზმის მიერ განსაკუთრებით კარგად შეითვისება თოხლოდ მოხარშული კვერცხი, მაგრად მოხარშული კვერცხი ნაკლებად სასარგებლოა.
სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებიც რეგულარულად იღებდნენ კვერცხს, კარგად სწავლობენ, რადგან ახალი მასალის აღქმის პროცესი და მისი დამახსოვრება უფრო სწრაფად ხდება. კვერცხი სასარგებლოა აგრეთვე მოზრდილთათვისაც, რამდენადაც დემენციის განვითარებას აფერხებს.
ბავშვობიდან ჩვენთვის ნაცნობი შვრიის ფაფა, ეხმარება ტვინს მუშაობის გაუმჯობესებაში, რამდენადაც ის ფოლის მჟავას შეიცავს.
გარდა ამისა, შვრია ხელს უწყობს სისხლის გაწმენდას, იმუნიტეტის გაძლიერებას და ალცჰაიმერის დაავადების კარგი პროფილაქტიკური საშუალებაა.
იმ ადამიანებისთვის, ვისაც საუზმე არ უყვარს, საუკეთესო ვარიანტია, სასარგებლი და ნოყიერი კენკრისა და მწვანე ბოსტნეულის სმუზი.
ნივთიერებები, რომლებიც ამ პროდუქტშია, ამცირებს გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითების რისკს, აღადგენს მეხსიერებას და მთლიანობაში აუმჯობესებს ტვინის მუშაობას.
უბრალო და კალორიული პროდუქტი, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ არა მხოლოდ საუზმეზე, არამედ წასახემსებლადაც.
განსაკუთრებით სასარგებლოა ნიგოზი, რამდენადაც ის შეიცავს ალფა ლინოლენის მჟავას, რომელიც ასტიმულირებს ტვინის მუშაობას და აფერხებს დემენციის წარმოშობას.
სელის თესლი ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავების შესანიშნავი წყაროა, რომელიც არა მხოლოდ ტვინისთვის, არამედ გულსისხლძარღვთა სისტემის კარგი მუშაობისთვისაა აუცილებელი.
































































