პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილს 16 ქვეყნის რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ელჩებმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს.
“საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში რეზიდენტი და არარეზიდენტი ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს რწმუნებათა სიგელები 16 ქვეყნის: ისრაელის, საფრანგეთის, უნგრეთის, ირლანდიის, ავსტრალიის, მონტენეგროს, სამხრეთ აფრიკის, ჩილეს, ყირგიზეთის, კონგოს, პორტუგალიის, ახალი ზელანდიის, ბელარუსის, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკების, ასევე, ომანის სასულთნოსა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ელჩებმა გადასცეს”,_ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
































































