შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, აპრილი-ივნისის პერიოდში საქართველოდან 93 უცხოელი გააძევეს.
უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების სტატისტიკის მიხედვით, სამ თვეში გაძევებულია აზერბაიჯანის 11, აშშ-ს 1, ეგვიპტეს-6, ერაყის-1, თურქეთის -13, ინდოეთის 8, იორდანიას 2, ირანის 16, მაროკოს-2, კუბას-1, მოლდოვას -4, ნიგერიას- 5, პაკისტანის -3, რუსეთის ფედერაციის -6, სუდანის-1, ტაილანდის-1, სომხეთის- 1, ტაჯიკეთის-3, ყაზახეთის-1, უზბეკეთის -2, ჩინეთის-5.