ქართველი მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, რომელიც დღეს პატიმრობაში იმყოფება, ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა.
აკადემიის თავმჯდომარემ, მაიკ დაოუნიმ ოფიციალურ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ “ანდროსთვის კინოაკადემიის წევრობის მინიჭება განსაკუთრებული ჟესტია და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.“
დოუნიმ ასევე მოუწოდა ყველა საერთაშორისო კინო ორგანიზაციას, გამოხატონ სოლიდარობა ანდროს მიმართ.































































