ილია თოფურიამ El Hormiguero-ს ეთერში განაცხადა, რომ მისი მეტსახელი კვლავ იქნება “ელ მატადორი”, რადგან “ლეგენდა” ხალხმა უარყოფითად მიიღო.
ილიას მეტსახელი კვლავ ელ “მატადორი” იქნება.
შეგახსენებთ, თოფურია UFC-ში მომდევნო ბრძოლას ან ისლამ მახაჩევთან, ან ჩარლზ ოლივეირასთან გამართავს.
თოფურიამ MMA-ში გამართული 16 ბრძოლიდან ყველა მათგანში გაიმარჯვა. ის გახდა პირველი ქართველი ჩემპიონი UFC-ში, შემდეგ კი ილიამ ტიტულიც შეინარჩუნა.
წყარო: sportall.ge