უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მიღებული გადაწყვეტილების თანახმად ხვალიდან საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები კიდევ შემსუბუქდება.
ბათუმში 1-ლი მარტიდან, დანარჩენ საქართველოში კი, 8 მარტიდან რესტორნები სტუმრების მიღებას შეძლებენ, შაბათ-კვირის გარდა.
კონფერენციები და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება;
უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ 1-ლი მარტიდან, ხოლო სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენას 15 მარტიდან;
საქმიანობას განაახლებენ მუზეუმები და ბიბლიოთეკები;
ფუნქციონირებას აღადგენენ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, ორ კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20%-ის ტესტირების პირობით.
ამასთან, 8 მარტიდან სამთო კურორტებზე საბაგიეროები გაიხსნება, 15 მარტიდან განაახლებენ მუშაობს სპორტული დარბაზები, 15 მარტიდან განახლდება სასკოლო წრეებიც. თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას 15 მარტიდან შეძლებენ, საქმიანობას სრულად მაყურებლების დასწრებით 1-ლი აპრილიდან შეძლებენ; არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც მოლები, ასევე ბაზრობები, მუშაობას 8 მარტიდან განაახლებენ
ძალაში რჩება ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.