ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში, ლანჩხუთში ყველაზე მაღალი ქულა #3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა მარიამ გურგენაძემ მიიღო. 71 ქულა აქვს ამავე სკოლის კურსდამთავრებულს ქეთი ჩიკაშუას. #3 სჯაარო სკოლის კიდევ ერთი კურსდამთვარებულის გიორგი ლომაძის შედეგი ქართულ ენასა და ლიტერატურაში 70 ქულაა.
69-69 ქულა აქვთ #3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულს ეთერ ქურიძეს და #1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულს დეა ჭეიშვილს.
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მაქსიმალური ქულა 80 იყო.
აღსანიშნავია, რომ წლევანდელ გამოცდები #3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ლანჩხუთში საუკეთესო შედეგი აჩვენეს. ამავე სკოლის კურსდამთავრებული მარიამ გურგენაძე კი ერთადერთი აბიტურიენტია გურიაში, რომელმაც ინგლისურში მაქსიმალური ქულა _ 90 აიღო.