ევროპის წამლის სააგენტომ 12-17 წლის პირებში Moderna-ს ვაქცინის გამოყენება დაუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის მარეგულირებელი ავრცელებს.
7 ივნისს ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Moderna-მ ევროპის წამლის სააგენტოს თავისი ვაქცინის მოზარდებში გამოყენების დაშვების თხოვნით მიმართა.
Moderna-ს ვაქცინა ამჟამად მხოლოდ 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვისაა ავტორიზებული.
მაისის ბოლოს Moderna-მ 12-დან 17 წლამდე ასაკის 3 700-ზე მეტ პირზე კლინიკური კვლევების სრული შედეგები გამოაქვეყნა.
„ჩვენ გამხნევებულნი ვართ იმით, რომ Moderna-ს ვაქცინა ძალიან ეფექტური აღმოჩნდა მოზარდებში ვირუსის პრევენციის კუთხით“, – აღნიშნა კომპანია Moderna-ს ხელმძღვანელმა, სტივენ ბანსელმა.
28 მაისს ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) 12-15 წლის ბაშვებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა. უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისთვის ვაქცვინაციის პროტოკოლი იგივე იქნება, როგორც სხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის, რაც ვაქცინის ორი დოზის მიღებას გულისხმობს.
31 მაისს კი ევროკომისიამ 12-15 წლის ბაშვებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენების გადაწყვეტილება დაამტკიცა.