2017 წლის 6 თვეში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებულმა შემოწირულებებმა ჯამში 250,355.21 ლარი შეადგინა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის პირველ 6 თვეში ყველაზე მეტი შემოწირულება _ 131,179.00 ლარი „ევროპულმა საქართველომ“ მიიღო. მეორე ადგილზეა „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“ – 47816.64 ლარით, ხოლო „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ ნინო ბურჯანაძის მიერ 30,000 ლარის ოდენობის შემოწირულებით მესამე ადგილზეა.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მიღებული აქვს 24,051.57 ლარი, ხოლო„ქართული ოცნებას“ – 8770 ლარის ფულადი და არაფულადი შემოწირულება.
დანარჩენი პარტიების შემოწირულობები ასე გამოიყურება: „საქართველოს ქრისტიან კონსერვატიული პარტია“ – 6000 ლარი; „საქართველოს მშვიდობისათვის“ – 720 ლარი; „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია“ – 691 ლარი; „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“ – 607 ლარი; „ახალი მემარჯვენეები“ – 500 ლარი და „საქართველო რესპუბლიკური პარტია“ – 20 ლარი.