გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო საქართველოსა და 63 ქვეყნის მიერ ინიციირებული რეზოლუცია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დევნილების დაბრუნებაზე.
რეზოლუციას საქართველო 2008 წლის მაისიდან წარადგენს და წელს რეკორდული რაოდენობის — 107-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.
წინააღმდეგ მისცა ხმა 9 ქვეყანამ: ბელარუსმა, კუბამ, ჩრდილოეთ კორეამ, ეკვატორული გვინეამ, მალიმ, ნიკარაგუამ, რუსეთმა, სუდანმა და ზიმბაბვემ.
49 ქვეყანამ პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა. მათ შორისაა საქართველოს ახალი სტრატეგიული პარტნიორი ჩინეთი.
თავშეკავებულთა შორისაა არაბთა გაერთიანებული საამიროები.
მოწინააღმდეგეთაგან თავშეკავებულთა რიცხვში გადავიდა სირია.
გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე აღნიშნულ რეზოლუციას საქართველო 2008 წლის მაისიდან წარადგენს.
ინფორმაციისთვის, 2008 წელს რეზოლუცია მხოლოდ აფხაზეთს ეხებოდა, 2009 წლიდან კი მისი სახელწოდებაა „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.



































































