ოფიციალური ინფორმაციით, “ქართული ოცნების” ხმოსნების მიერ საქართველოს პრეზიდენტად დასახელებულ ყაველაშვილს რწმუნებათა სიგელები გადასცეს ბელგიის, ლუქსემბურგის, ფილიპინების, კამბოჯის, კვიპროსის, მალაიზიის, პაკისტანის, სომალის, ბურუნდის, გვატემალის, მალის, კორეისა და ტაჯიკეთის ელჩებმა.
ყაველაშვილმა ელჩებს საქმიანობაში წარმატება უსურვა.
ოფიციალური ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი.
































































