„ევერტონის“ თავდამსხმელმა, რომელუ ლუკაკუმ გუნდის მიერ შეთავაზებულ კონტრაქტზე უარი თქვა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ფეხბურთელს არ აქვს სურვილი გააგრძელოს კონტრაქტი, რომლის ვადის გასვლამდეც 2 წელია დარჩენილი.
გავრცელებული ცნობით, ლუკაკუს „ჩელსში“ დაბრუნება აქვს განზრახული, რომლისგანაც „ევერტონს“ 2014 წელს, 28 მილიონ ბრიტანულ პაუნდად შეუერთდა.
მაუწყებლის ცნობით, ამჯერად „ევერტონი“ მას კვირაში 140 000 მილიონ პაუნდს და კონტრაქტის კიდევ 5 წლით გახანგრძლივება შესთავაზა.
როგორც ცნობილია, ლუკაკუს მიმდინარე სეზონზე გუნდის შემადგენლობაში 19 გოლი აქვს გატანილი.