იტალიის დედაქალაქ რომში და ლაციოს მიმდებარე რეგიონების ქუჩებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის მკვეთრი ზრდითაა განპირობებული. ქვეყანაში, პირველი აპრილიდან დღემდე 2000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ინფიცირების შემთხვევები ყოველ დღე მატულობს.
,,შემთხვევების უმეტესობა უკავშირდება პირბადის გარეშე გადაადგილებას და სოციალური დისტანცირების წესის დარღევავას“, – განაცხადა ლაციოს რეგიონის ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ალესიო დ’ ამატომ.