რომის პაპი ფრანცისკე ტრადიციულ საკვირაო ქადაგებას ვიდეოფრომატში ჩაატარებს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, პაპი ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე, რეზიდენციის აივანზე არ გამოჩნდება, რათა იტალიაში კორონავირუსის გავრცელების ფონზე მის სანახავად ხალხი არ შეიკრიბოს. ასეთი ზომები 15 მარტამდე გაგრძელდება.
თებერვლის ბოლოს ფრანცისკემ გაციების გამო შეხვედრები და საჯარო გამოსვლები გადადო. ამან გამოიწვია ეჭვები იმის შესახებ, რომ პაპს შესაძლოა კორონავირუსი ჰქონდეს, თუმცა ეს ინფორმაცია არ დადასტურდა
ცნობისთვის, ამ დროისთვის იტალიაში კორონავირუსის 4600-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულთა რაოდენობამ კი 200-ს მიაღწია.