რომის პაპმა ბუჩაში მომხდარი ხოცვა-ჟლეტა დაგმო და ქალაქიდან გამოგზავნილ უკრაინის დროშას აკოცა. ამის შესახებ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
“უკრაინის ომის ბოლოდროინდელმა ამბებმა, შვების და იმედის მოტანის ნაცვლად, ახალი სისასტიკეები მოიტანა, როგორიცაა ბუჩას ხოცვა-ჟლეტა“, – თქვა პაპმა ვატიკანის აუდიტორიაში ყოველკვირეული აუდიენციის დასასრულს.