რონალდ რეიგანი საფლავში ტრიალებს, სირცხვილი თქვენ – წერს პოლონეთის პრემიერი-მინისტრი დონალდ ტუსკი, რომლითაც აშშ-ის სენატის მიერ უკრაინის მხარდამჭერი პაკეტის ჩაგდებას ეხმაურება.
“ამერიკის ძვირფასო რესპუბლიკელო სენატორებო, რონალდ რეიგანი, რომელიც მილიონობით ჩვენგანს დაეხმარა, რომ ჩვენი დამოუკიდებლობის დაბრუნებაში, დღეს საფლავში ტრიალებს. სირცხვილი თქვენ,” – წერს ტუსკი.
ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესმა ვერ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებდა.
კანონპროექტში გათვალისწინებული იყო დახმარების პაკეტი ისრაელისთვის და ტაივანისთვის, რომელიც საერთო ჯამში 58 მილიარდ დოლარს აღწევდა. ინიციატივის ნაწილი იყო მექსიკასთან საზღვარზე უსაფრთხოების პოლიტიკის გამკაცრებაც, არალეგალური მიგრაციის პრობლემის გადასაჭრელად.
კანონპროექტი რესპუბლიკელების და დემოკრატების მიერ იყო შემუშავებული, მაგრამ პროცედურული კენჭისყრისთვის საკმარისი მხარდაჭერა ვერ მიიღო.
ავტორი