დღეს, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე ამხანაგურად „ვილიარეალს“ დაუპირისპირდება. შეხვედრის წინ ესპანური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იტალიურ მასმედიასთან კომენტარი გააკეთა:
„ყოველთვის სასიამოვნოა დიდი ტრადიციებისა და ისტორიის სცენაზე დაბრუნება, არა მხოლოდ მარადონას გამო, არამედ იმიტომ, „ნაპოლიც“ ისტორიული მნიშვნელობის კლუბია. ალბიოლი და რეინა ბედნიერები არიან, რომ ნეაპოლში ბრუნდებიან, რადგან შესანიშნავი მოგონებები აკავშირებთ.
სპალეტი ძალიან მომწონს, მას ჩვენი მსგავსი სათამაშო სტილი აქვს. შეტევას სხვადასხვა გზით ცდილობს და ბევრი ვარიანტი აქვს. ოსიმენი, კვარაცხელია და კიმი შესანიშნავი ფეხბურთელები არიან“.
„ნაპოლისა“და „ვილიარეალის“ ამხანაგური მატჩი თბილისის დროით 23:30 საათზე გაიმართება.
გუშინ ცნობილი გახდა რომ შესაძლებელია პორტუგალიელმა კრიშტიანო რონალდუმ კარიერა ინგლისურ „ნიუკასლში“ გააგრძელოს, ოღონდ, მხოლოდ მიმდინარე სეზონის ბოლომდე.
37 წლის თავდამსხმელი ამჟამად თავისუფალი აგენტია და ყველაზე აქტიურად „ალ-ნასრს“ უკავშირებენ, საიდანაც მან 2.5 წელიწადში 200 მილიონი ევროს შეთავაზება მიიღო. ამას გარდა სახელდება ლისაბონის „სპორტინგის“ ვარიანტიც, მაგრამ პორტუგალიურ კლუბს რონალდუს ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილება არ შეუძლია.
ლონდონის „ტოტენჰემი“ „ფიორენტინასა“ და მაროკოს ნაკრების ნახევარმცველი, სოფიან ამბრატით დაინტერესდა.
ინგლისური გუნდი მზადაა, 26 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ იტალიურ კლუბს 50 მილიონი გირვანქა სტერლინგი შესთავაზოს. მსოფლიოს ჩემპიონატზე კარგი ასპარეზობის შემდეგ ამრაბატის მიმართ დაინტერესემამ იმატა და ფეხბურთელს, მადრიდის „ატლეტიკოსა“ და „ლივერპულსაც“ უკავშირებენ.
ლონდონის „ჩელსი“ იტალიური „მილანისა“ და პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელის, რაფაელ ლეაუს ტრანსფერითაა დაინტერესებული.
ლეაუს „მილანთან“ ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და იტალიურ კლუბთან მის განახლებაზე შეთანხმებას ჯერჯერობით ვერ მიაღწია.
გუშინ, ფიფას თავკაცმა ჯანი ინფანტინომ ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომ მისი ორგანიზაცია 2025 წელს ახალ ტურნირს ჩაატარებს, რომელსაც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ერქმევა. მასში მონაწილეობას 32 კლუბი მიღებს მონაწილეობას და ისეთივე დატვირთვა ექნება, როგორიც დღევანდელი მსოფლიოს ჩემპიონატია, თუმცა მასში მონაწილეობას ნაკრებების ნაცვლად კლუბები მიიღებენ.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ახლო წარსულში ცნობილი გერმანელი ჩოგბურთელი, 55 წლის ბორის ბეკერი ბრიტანული ციხიდან გაათავისუფლეს. მას უახლოეს მომავალში, ბრიტანეთიდან დეპორტაცია ელის.
მიმდინარე წლის აპრილში, ლონდონის სასამართლომ ბეკერს ორი წლით და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა. ამის მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ გაკოტრების გამოცხადების შემდეგ, ასობით ათასი სტერლინგის აქტივები გადამალა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი დარღვევების გამო, ბეკერს გერმანიის სასამართლომ 2002 წელს პირობითი პატიმრობა მიუსაჯა.
ბეკერი ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა და ამბობდა, რომ გაკოტრების პროცედურისას, აღმსრულებლებს თავისი საქორწინო ბეჭედიც კი შესთავაზა.
ავტორი