მაიკლ როთ, როცა არ იცნობ საქართველოს ისტორიას, არ იცნობ ამ ქვეყნის ხალხს, მხოლოდ მაშინ აძლევ თავს უფლებას, მართლმადიდებელ ეკლესიაზე ასეთი განცხადება გააკეთო – ასე ეხმაურება Facebook-ზე პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მიხაელ როთის სტატუსს
დეპუტატი აღნიშნავს, რომ ჯერ არცერთ სტუმარს უკადრია ასე ესაუბრა
„მაიკლ როთ, როცა არ იცნობ საქართველოს ისტორიას, არ იცნობ ამ ქვეყნის ხალხს, მხოლოდ მაშინ აძლევ თავს უფლებას, მართლმადიდებელ ეკლესიაზე ასეთი განცხადება გააკეთო. ჯერ არცერთ სტუმარს უკადრია, ასე ესაუბრა.
მართლმადიდებელ ეკლესიას წამება, დარბევა და კირით გათეთრებაც კი გადაუტანია – კრიტიკა რა მოსატანია?!“ – წერს არჩილ თალაკვაძე
ცნობისთვის, მიხაელ როთი ამბობს, რომ რელიგიის თავისუფლება და რელიგიის კრიტიკა განუყოფელია, ზოგიერთს ჯერ კიდევ აქვს ამასთან დაკავშირებით პრობლემები, საქართველოს მართლმადიდებლობას და ისლამს.