“იცით ალბათ, წელიწადნახევარი უმძიმეს დეპრესიას და შფოთვით აშლილობას ვებრძოდი. მას შემდეგ უამრავი ადამიანი მეხმიანება, რომელთაც წლებია სხვადასხვა სახის მენტალური სირთულეები ტანჯავთ. ზოგიერთამდე შუაღამემდე მისაუბრია, ჩემი სამოყვარულო ცოდნით და გამოცდილებით რომ ვცდილობდი დამშვიდებას. მათ შორის ყოფილი სამხედროც ყოფილა და პოსტსრესული აშლილობები დიდწილად ამგვარი პროფესიის ადამიანებს აწვალებთ. ერთია ფსიქიატრული სფეროს მოუწისრეგებელი მდგომარეობა, მეორე – მახინჯი სტერეოტიპები, საბჭოთა ტრადიციით ნაკარნახევი, უკბილო ხუმრობებით ნაპოლეონად ქცეულ ადამიანზე, სოფლის გიჟის ლეგენდები და ფრაზებად გამოთლილი გარიყვა: ,,აზრები აწუხებს”. დღესაც, როცა ვინმეს გაშავება უნდათ, სრულიად ლიბერალურ პოზიციაზე მყოფი პოლიტიკოსები ცინიკურად ამბობენ: ,,ფსიქიატრიის სფეროა”. არადა ფსიქიატრიის სფეროა ყველა ადამიანი, საკუთარი შფოთვებით, უბრალოდ არის შემთხვევები, რომელიც აუცილებელ კლინიკურ ჩარევას მოითხოვს. როცა ეს საშინელი სტერეოტიპები დაირღვევა, სფეროსაც იოლად მიეხედება. მე ვიქნები ბრძოლაში ერთი რიგითი ელჩი. p.s. ვუსამძიმრებ ამ უდიდესი ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებს”,_ წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved