როდესაც 2013 წელს იუსტიციის საბჭოს მდივნად ვინიშნებოდი, არავის გახსენებია გირგვლიანის და სხვა საქმეები. უფრო მეტიც, ეკა გიგაურმა მემორანდუმიც გააფორმა ჩვენთან და ამბობდა, რომ ეს მოსამართლეები უვადოდ უნდა გამწესდნენო, – ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.
მისი თქმით, მის წინააღმდეგ განცხადებების გაკეთება მას შემდეგ დაიწყეს, რაც ნაციონალურმა მოძრაობა მიხვდა, რომ სასამართლომ დამოუკიდებლობისკენ გადადგა ნაბიჯები.
„ამას დაემატა მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, რომელსაც სურდა გავლენები მოეპოვებინა სასამართლოზე… როდესაც პრეზიდენტი საუბრობდა კრიტერიუმებზე, კანდიდატი, სხვა კრიტერიუმთან ერთად, საიასთან დაახლოებული პირიც უნდა ყოფილიყო… “, – აცხადებს მურუსიძე და იხსენებს, რომ საიას თავმჯდომარე თავის დროზე იყვნენ დავით უსუფაშვილი, თინა ხიდაშელი, ანა დოლიძე და სხვები.
მურუსიძე მიიჩნევს, რომ მოსამართლეების წინააღმდეგ არასამთავრობოების პროტესტი სამართლებრივ ჩარჩოებს ცდება და პოლიტიკურია.
წყარო: იმედინიუსი