“გაერთიანდით. როდესაც ქუჩებში ერთი ქვეყნის ტანკებს დაინახავთ, გვიან იქნება“, _ თქვა ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ ზიგიმანტას პავილიონისმა “ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, მხარეებმა საერთო ენა უნდა გამონახონ და მოილაპარაკონ, შექმნილი სიტუაცია კი რუსეთისთვის საუკეთესო საჩუქარია.
“ყველაფერი თქვენს ხელთაა. გაერთიანდით_ როდესაც ქუჩებში ერთი ქვეყნის ტანკებს დაინახავთ, გვიან იქნება. პრობლემა ის არის, რომ რუსეთს დღეს ტანკი არ სჭირდება _ თქვენ თავად ებრძვით ერთმანეთს”, _ თქვა ზიგიმანტას პავილიონისმა.