„თუკი კონსერვში დიდი რაოდენობით ბაქტერიებია, მათ განეიტრალებას შაქარი, მარილი ან ზეთი ვერ უზრუნველყოფს. ასეთ დროს, მთავარია, მჟავიანობა მაღალი იყოს, რაც ბაქტერიების გამრავლებას ხელს პირდაპირ შეუშლის“, – ამის შესახებ „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“, სურსათის უვნებლობის სპეციალისტმა, ირაკლი არაბულმა, განაცხადა.
არაბულის თქმით, ასპირინის საკვებ პროდუქტებში გამოყენება დაუშვებელია.
„დასამჟავებლად იყენებენ ასპირინს, მაგრამ მისი საკვებ პროდუქტებში გამოყენება არ შეიძლება. მესმის, რომ მისი ასეთი ფუნქციით გამოყენება დავიწყეთ მაშინ, როცა ალტერნატიული არაფერი გვქონდა, დღეს კი უამრავი დანამატია იმისთვის, რომ პროდუქტში მჟავე გარემო შევქმნათ – მაგალითად, ლიმონმჟავა და ძმარმჟავა. ორივე მათგანი საკვები დანამატია და ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხო გახლავთ. დაკონსერვებისას, 1 ლიტრზე ნახევარი ჩაის კოვზი რომ ჩავყაროთ, საკმარისი დოზაა და პროდუქტში შექმნის იმ პირობებს, რომ ბაქტერიები ვერ გამრავლდნენ.































































