„რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ“ (RSF) 2 ნოემბერთან – ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა დაუსჯელობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ 2025 წლის 34-კაციან სიაში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც შეიყვანა.
როგორც RSF-ზე ბიძინა ივანიშვილის შესახებ წერია: _ მილიარდერი ოლიგარქი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი კვლავაც ძალაუფლების ცენტრია საქართველოში, მიუხედავად პოლიტიკური ცხოვრებიდან ოფიციალური წასვლისა. მისი ბიზნესიმპერია მას გადამწყვეტ გავლენას უზრუნველყოფს, რამდენიმე კომერციული ტელეარხი, მათ შორის „იმედი“ და „რუსთავი 2“, ავრცელებს შეხედულებებს მის მიერ დაარსებული პარტიის, „ქართული ოცნების“, სასარგებლოდ. მისი გავლენის ქვეშ პლურალიზმი მცირდება, ხოლო დამოუკიდებელი ჟურნალისტები დამცირებულნი არიან, ძალადობრივ თავდასხმებს დაუსჯელად განიცდიან ან დევნას.
ორგანიზაციის ცნობითვე, ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება მზია ამაღლობელის დაპატიმრება, გარდა ამისა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება საბოტაჟის საგანია, უპირველეს ყოვლისა, პრესის თავისუფლების გარანტირებული პირობების დაუცველობით, დამოუკიდებელი მედია და მათ დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები შევიწროებულნი არიან ანტიკორუფციული ბიუროს გამოძიებებით ოპოზიციური ტელეარხები სახელმწიფოსა და „ქართული ოცნების“ პარტიის მიერ დევნის მსხვერპლნი არიან.
მიუხედადად ამისა, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ „დამიანის უფლებები, აზრისა და სიტყვის თავისუფლება დაცულია, მ ედია დამოუკიდებელია და ბიზნესი ხელშეუხებელია, ქვეყანა, სადაც ადამიანები თავისუფლად ცხოვრობენ და აღარ ეშინიათ პოლიტიკური ნიშნის”.



































































