საერთაშორისო ორგანიზაციამ რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF) 2022 წლის პრესის თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა. შედეგების თანახმად საქართველოში, გასულ წელსთან შედარებით, პრესის თავისუფლების ინდექსი მკვეთრად გაურესდა.
კვლევა აფასებეს პრესის თავისუფლების დონეს, რომელითაც სარგებლობს ჟურნალისტები და მედია 180 ქვეყანაში და ტერიტორიაზე.
ქვეყანას კლასიფიკაცია შემდეგნაირად ენიჭება:
85 – 100 ქულა – კარგი;
70 – 85 ქულა – დამაკმაყოფილებელი ;
55 – 70 ქულა – პრობლემური
40 – 55 ქულა – რთული ;
0 – 40 ქულა – ძალიან სერიოზული.
საქართველო 2022 წლის ინდექსშიც პრობლემურ ქვეყნებს შორის რჩება. 180 ქვეყანას შორის საქართველო 59.30 ქულა აქვს და 89 ადგილს იკავებს. 2021 წელს ქვეყენას 71.36 ქულა ჰქონდა და მე-60 ადგილზე იყო.
2022 წლის პრესის თავისუფლების ინდექსში კავკასიის რეგიონში ყველაზე კარგი მდგომარეობა სომხეთშია [51-ე ადგილი], ყველაზე ცუდი კი რუსეთში [155-ე ადგილი].
RSF მდგომარეობას 5 მაჩვენებელის მიხედვით აფასებს. საქართველოს ქულები თითეულ შემთხვევაში ასე ნაწილდება:
პოლიტიკური – 52.42 ქულა;
სამართლებრივი – 80.79;
ეკონომიკური – 46.43;
სოციალური – 75.50;
უსაფრთხოების კონტექსტები – 41.34.
მედიის თავისუფლების კუთხით პირველ ადგილს ნორვეგია იკავებს, რომელსაც დანია, შვედეთი, ესტონეთი და ფინეთი მოჰყვებიან. ბოლო ადგილი კი ჩრდილოეთ კორეას ერგო.
როგორც ორგანიზაციის ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოში, ოფიციალური ჩარევა ძირს უთხრის ქვეყანაში პრესის თავისუფლების გაუმჯობესების მცდელობებს.
ორგანიზაციის ცნობით, 2021 წელს ქვეყანაში ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორების უპრეცედენტო რაოდენობა იყო. მათი თქმით, ხშირი იყო როგორც სიტყვიერი თავდასხმები, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა. თავდამსხმელებს შორის არიან ხელისუფლების მაღალჩინოსნები, განსაკუთრებით, საარჩევნო კამპანიის დროს.
“2021 წლის ივლისში, ჰომოფობიური კონტრდემონსტრაციების დროს სამართალდამცავების თვალწინ 50 ჟურნალისტზე სასტიკი თავდასხმა უპრეცედენტო უკუსვლა იყო. გამჭვირვალობის და გამოძიებაში პროგრესის არარსებობა იმ დაუსჯელობის შესახებ მეტყველებს, რომლითაც ჟურნალისტების მიმართ დანაშაულის ჩამდენი პირები სარგებლობენ”. – წერია ანგარიშში.
გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში მედიალანდშაფტი მრავალდეროვანია, თუმცა, ამავდროლად, მეტად პოლარიზებული. ამასთან, მედიის მფლობელები ხშირად ერევიან სარედაქციო დამოუკიდებლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი კანონმდებლობა პოლიტიკურ პარტიებს მედიის ფლობას უკრძალავს, დიდი მედიების მფლობელებს ხშირად პოლიტიკურ ლიდერებთან მჭიდრო კავშირები აქვთ.
ავტორი