“საქართველოში მთავრობის დაუნდობელმა ავტორიტარულმა ტაქტიკამ იანვარში ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის დაპატიმრება გამოიწვია, – ამის შესახებ აღნიშნულია ანგარიშში, რომელსაც ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) აქვეყნებს.
„ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა რუსეთი, საქართველო, აზერბაიჯანი და ბელარუსი, არსებული ვითარება ასახავს სერიოზულ საფრთხეებს, რომლის წინაშეც ყოფილ საბჭოთა ბლოკში პრესის თავისუფლება დგას“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ანგარიშის თანახმად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 22 ქვეყანაში 67 ჟურნალისტი მოკლეს, მათგან სულ მცირე 53 ომის ან კრიმინალური ქსელების მსხვერპლია.































































