რთულია დემოკრატიული მეთოდებით მართვა, განსაკუთრებით ისეთ ღარიბ ქვეყანაში, როგორც საქართველოა, მაგრამ ამ მეთოდების შეცვლის ცდუნება არავის უნდა გაუჩნდეს, _ ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავჯდომარემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, სახელმწიფო სტრუქტურებს უნდა გააჩნდეს ხალხის მაქსიმალური ნდობა, რომ შეძლოს დემოკრატიულად მართვა.
“რთულია ადამიანის უფლებები მაქსიმალურად დაიცვა და ამ დროს ერთ-ერთი ძირითადი უფლება: მას ჰქონდეს ღირსეული სამუშაო ადგილი და ოჯახის ღირსეული შემოსავალი, თანხვედრაში ვერ მოდიოდეს. ასეთ შემთხვევაში ერთადერთი რჩება ხელისუფლებას, რომელიც მართავს სახელმწიფოს, რომ სახელმწიფო უნდა იყოს ძალიან ძლიერი. ძლიერი არა ძალადობასა და შიშზე დაფუძნებით, რასაც აკეთებდა წინა ხელისუფლება, არამედ ხალხის ნდობით. ხელისუფლებას, სახელმწიფო სტრუქტურებს უნდა გააჩნდეს ხალხის მაქსიმალური ნდობა, რომ შეძლოს ასეთ რთულ სიტუაციაში, ასეთი დემოკრატიული მეთოდებით. ძლიერი სახელმწიფო თუ გნებავთ, მას ძლიერი მხარდაწერა უნდა ჰქონდეს საზოგადოების. ასეთი სახლმწიფოს აშნეება გვინდა და ამისთვის ვიღწვი მეც”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.