ცოტა ხნის წინ, რუმინეთის ჯადოქრების თორმეტმა ეშმაკმა დაწყევლა რუმინეთის მინისტრთა კაბინეტი: მათ ღამით, დუნაის ნაპირას მოაწყვეს კუდიანთა შაბათობა და ჩაასხეს მდინარეში შხამიანი მანდრაგორას ნახარში იმის გამო, რომ მთავრობამ მისნები და მკითხავები ბიზნესმენთა კატეგორიაში ჩარიცხა, რის შედეგადაც მათ მოუწევთ, გადაიხადონ საშემოსავლო გადასახადი 16 პროცენტის ოდენობით, აგრეთვე, უნდა ჩარიცხონ გამომუშავებული თანხის ნაწილი საპენსიო და სამედიცინო დაზღვევის ფონდში.
შავი მაგიის მსახურების გარდა, გადამხდელ პირებად ჩაითვლებიან აგრეთვე: ასტროლოგები და ბალზამის გამკეთებლები.
ჯადოქართა რისხვას, რომლებსაც რუმინეთში ბევრი ადამიანი ენდობა, საზღვარი არ ქონდა. მათ გადაწყვიტეს, შური ეძიათ მთავრობაზე და დაწყევლეს ისინი სამყაროში ყველაზე საშინელი წყევლით.
„ჩვენ ვაყენებთ სიავეს მათ, ვინც ჩვენ გვაყენებს ზიანს,” – ასე დაასაბუთა თავიანთი ქმედება რუმინელი ჯადოქრების წინამძღოლმა ბრატრა ბუზეიამ.
გარდა საშემოსავლო გადასახადისა, ჯადოქრებს, მკითხავებს, ასტროლოგებს, მისნებსა და პარაფსიქოლოგებს ტვირთად დააწვებათ საპენსიო და სოციალური დაზღვევის გადასახადები.
კანონი ავალდებულებს ჯადოქრებს, შელოცვები და წინასწარმეტყველება გასცენ ქვითართან ერთად. ერთ-ერთმა ჯადოქარმა ჟურნალისტებს უთხრა: „ახალი კანონი მათ, უბრალოდ, გამოდევნის ბიზნესიდან, პოლიტიკოსები კი ჯერ იპარავენ, შემდეგ კი მოდიან ჩვენთან, რათა დავწყევლოთ მათი მტრები.”
ავტორი