რუმინეთის პოლიციამ რეიდისას 2.7 მილიონი ევროს ღირებულების მოპარული წიგნები იპოვა, _ ამის შესახებ ინფორმაციას Euronews ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, წიგნები ლონდონოს მახსლობლად, 3 წლის წინ, საცავიდან მოიპარეს, რომელიც ლას ვეგასში აუქციონზე უნდა გადაეგზავნათ.
პოლიციამ, დაახლოებით, 200-მდე წიგნი ამოიღო.
როგორც euronews წერს ოპერაცია ქალაქგარეთ მდებარე სახლში ჩატარდა. პოლიციამ ეჭვმიტანილად რუმინული დაჯგუფება დაასახელა, რომელსაც ლონდონში, ანალოგიურად, 11 ქურდობის ფაქტი უკავშრდება.