რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კარანტინის დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმები უკანონოდ გამოაცხადა. ამის შესახებ romania-insider-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
როგორც რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა, ლუდოვიკ ორბანმა განაცხადა, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შოკისმომგვრელია.
მან ასევე განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ანარქიის ინსპირირებაა.
საქმე ეხება 300,000-ზე მეტ ჯარიმას, რომელიც პოლიციამ დამრღვევ მოქალაქეებს გამოუწერა.