რუს ათლეტს, ალექსანდერ კრუშელნიტსკის ოლიმპიადაზე ცოლთან ერთად ასპარეზობის შემდეგ მოპოვებული ბრინჯაოს მედალი ჩამოართვეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, სპორტსმენს დოპინგის შესახებ ჩატარებული ტესტის ანალიზში აღმოაჩნდა მელდონიუმი.
გავრცელებული ცნობით, რუსეთი 2014 წელს დოპინგის გამოყენებაში ამხილეს,რის გამოც, ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილეობა აკრძალული აქვთ.
იმ სპორტსმენებისგან შემდგარი რუსეთის 168 კაციანი გუნდი, რომლებსაც დოპინგის მოხმარება არ დაუდგინდათ ასპარეზობას აგრძელებენ.
როგორც ცნობილია, ბრინჯაოს მედალი, რომელიც ალექსანდერ კრუშელნიტსკის ჩამოართვეს, ნორვეგიას გადაეცემა.