მოსკოვის საბჭოს დეპუტატს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების გაკრიტიკების გამო სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცლებს.
გამოცემის ცნობით, 60 წლის ალექსეი გორინოვი აპრილში ომის საჯაროდ დაგმობის შემდეგ დააკავეს. გორინოვის სასჯელი მსგავსი მიზეზის მიხედვით პირველი პატიმრობაა, აქამდე მოსამართლეები მოქალაქეებს მხოლოდ პირობით სასჯელს ან აჯარიმებენ.
მოსკოვის სასამართლოს სხდომაზე გორინოვს ხელში ფურცელი ეჭირა, რომელზედაც კალმით იყო დაწერილი: “კიდევ გჭირდებათ ეს ომი?”
შეგახსენებთ, რომ კრემლის ახალი კანონის მიხედვით, რუსებს უკრაინაში არსებული ვითარებისთვის სიტყვა ომის გამოყენებაც ეკრძალებათ. რუსებს ეკრძალებათ სიტყვა ომის გამოყენება შემოჭრის აღსაწერად.
პოსტინვაზიის კანონის მიხედვით, ვინც სამხედროების შესახებ „ყალბ ამბებს“ ავრცელებს, 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ავტორი