მოსკოვის დასახლება კომუნარკას საავადმყოფოს მთავარ ექიმს, დენის პროცენკოს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სახელმწიფო მედიასაშუალება „ტასს“ სახელმწიფო ტელევიზია „რასია 24-ზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
პროცენკო 24 მარტს საავადმყოფოში მისულ ვლადიმერ პუტინს შეხვდა და მას ხელიც ჩამოართვა.
თუმცა, როგორც გამომცემლობა იუწყება, პუტინის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, ვლადიმერ პუტი კორონავირუსზე ტესტს რეგულარულად იტარებს და „ყველაფერი წესრიგში აქვს“.