რუს ოპოზიციონერ ლიდერს, ალექსეი ნავალნის 15 დღით პატიმრობა მიუსაჯეს. გარდა ამისა, სასამართლომ აკრძალული საპროტესტო აქციების ორგანიზებისთვის 20 000 რუბლის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ნავალნი ერთ-ერთია იმ 500 ადამიანიდან, რომლებიც დემონსტრაციაზე დააკავეს.
გავრცელებული ცნობით, მას მასობრივი საპროტესტო აქციის დროს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ედება ბრალი.
ამავე თემაზე: