რუს ოპოზიციონერ ლიდერს, პოლიტიკოსს, ალექსი ნავალნის ქუჩაში ანტისეპტიკური მწვანე სითხე შეასხეს, რომელიც კანზე რამდენიმე დღის განმავლობაში რჩება. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, შემთხვევა ქალაქ ბარნაულში მოხდა.
როგორც ცნობილია, თავდასხმის ამსახველი ვიდეო პოლიტიკოსმა საკუთარ ვებ გვერდზე გაავრცელა.
„ალბათ, კრემლში იფიქრეს, რომ მე არ გავავრცელებდი ვიდეოს მწვანე სახით, მაგრამ განსხვავებულად მოვიქეცი, რადგან უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს. ისინი ვერ შემაჩერებენ“,_განაცხადა პოლიტიკოსმა.
ამავე თემაზე:
“ნაციონალური მოძრაობის” წევრს დავით საყვარელიძეს ხარკოვში ბრილიანტის მწვანე შეასხეს