რუს უფლებადამცველ ოლეგ ორლოვს პატიმრობა მიუსაჯეს. მოსამართლემ უფლებადამცველი დამნაშავედ გამოაცხადა რუსეთის შეიარაღებული ძალების “განმეორებით დისკრედიტაციაში”.
მშვიდობის ნობელის პრემიის ლაურეატს, ორგანიზაცია “მემორიალის” თანათავმჯდომარეს, მიუსაჯეს პატიმრობა ორნახევარი წლით.
ცნობისთვის, ეს იყო ხელახალი სასამართლო პროცესი.
2023 წლის ოქტომბერში კი სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე ოლეგ ორლოვი 150,000 რუბლით დააჯარიმა და თავისუფლად დატოვა. პროკურორები ჩიოდნენ, რომ სასჯელი ძალიან რბილი იყო. ზემდგომმა სასამართლომ კი გააუქმა გადაწყვეტილება და განმეორებითი სასამართლო განხილვა დაინიშნა.
ცნობისთვის, ორლევი ამბობს, რომ არაფერი დაუშავებია.
“ჩვენ ვიცით რეალური მიზეზი, რის გამოც გვაპატიმრებენ, გვისამართლებენ, გვაპატიმრებენ, გვსჯიან და გვკლავენ. ჩვენ ვისჯებით ხელისუფლების კრიტიკის გაბედულების გამო. დღევანდელ რუსეთში ეს აბსოლუტურად აკრძალულია”, – თქვა მან სასამართლო პროცესზე.