უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ წინსვლას ფლანგების გასწვრივ ბახმუტის მიმართულებით, რუსი დამპყრობლები კარგავენ დაკავებულ ადგილს,_ ამის შესახებ უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა.
“ბახმუტის მიმართულება. ჩვენი თავდაცვის ძალები აგრძელებენ წინსვლას ფლანგების გასწვრივ, ხოლო მტერი კარგავს პოზიციებს ბახმუტთან. მე-3 ცალკეული თავდასხმის ბრიგადა მოქმედებს”, – აღნიშნა სარდალმა სირსკიმ.
ინფორმაციიისთვის, რუსეთი რვა თვეზე მეტია წარუმატებლად ცდილობს ბახმუტზე კონტროლის აღებას.