კონგრესმენი ტედ პო არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის მთლიანობის დარღვევას ეხმაურება.
როგორც კონგრესმენი აღმიშნავს, რუსეთმა პასუხი უნდა აგოს ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის.
„რუსული დათვი არ უშვებს შესაძლებლობას გამოხატოს თავისი ბოროტი განზრახვა და უხეშად დააიგნოროს საერთაშორისო სამართალი და ადამიანის ძირითადი უფლებები.
გასულ თვეს რუსეთის მიერ ოკუპურებულ საქართველოს რეგიონში, სამხრეთ ოსეთში 3 ქართველი დააკავეს.
სამწუხაროდ, ერთ-ერთი დაკავებული, არჩილ ტატუნაშვილი აწამეს და პატიმრობის პერიოდში დაიღუპა. სეპარატისტული ხელისუფლება კვლავ უარს ამბობს ცხედარი ოჯახის წევრებს გადასცეს.
მხოლოდ ტერორისტებს და საძულველ რეჟიმს შეუძლოთ დაეცნენ ისე დაბლა, რომ უარი თქვან დაღუპულის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემაზე.
ვლადიმერ პუტინის ტირანიული რეჟიმი არ კმაყოფილდება მხოლოდ გატაცებით და ადამიანების მკვლელობით, მას სურს გაავრცელოს ტირანია ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში და ახალი ბნელი ერა აღმოსავლეთ ევროპაში.
რუსების მიერ ამ ბოლო, უკანასკნელმა ნაბიჯმა საქართველოში მდუმარედ არ უნდა გაიაროს. რუსეთმა უნდა გადაიხადოს საკადრისად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის“,_ამბობს ტედ პო.