რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას რუსი დიპლომატების ერთი ნაწილის სირიიდან გამოყვანის შესახებ, _ იუწყება საინფორმაციო სააგენტო arabnews.com.
„15 დეკემბერს ჰმეიმიმის ავიაბაზიდან რუსი დიპლომატების გამოყვანა გახორციელდა რუსეთის საჰაერო ძალების მიერ, _ იუწყება კრიზისული სიტუაციების მართვის დეპარტამენტი.
დეპარტამენტი იუწყება, რომ რეისი მოსკოვის მახლობლად დაფრინდა, თუმცა, არ აზუსტებს, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ბორტზე, მაგრამ ამბობს, რომ თვითმფრინავში იმყოფებოდნენ, აგრეთვე, ბელორუსის, ჩრდილო კორეის და სეპარატისტული აფხაზეთის დიპლომატიური მისიის თანამშრომლები”, _ ნათქვამია arabnews-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც ექსპერტები ამბობენ, სირიის რევოლუციის ლიდერი აჰმეთ ალ-შარამი რუსეთსა და მისი სატელიტებს არც თუ ისე კარგი თვალით უყურებს.