რუსებმა გუშინ ღამით ქალაქ სუმიზე საჰაერო დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას სუმის ოლქის სამხედრო-საოლქო ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი და დაშავდა ოთხი, მათ შორის ორი ბავშვი“, _ აცხადებენ სუმის ოლქის სამხედრო-საოლქო ადმინისტრაციაში.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგების აღმოსაფხვრელად ყველა საჭირო სამსახური მუშაობს.