“ალბათ, გახსოვთ, რომ ჩემი შვილის დაღუპვის შემდეგ ქართულმა ლეგიონმა ჩაატარა სპეცოპერაცია ბრძოლის ველზე, სადაც გაანადგურა ათეული ოკუპანტი… ამას მოჰყვა მომხვდურთა კორდინირებული მოთქმა მათსავე ტელეგრამ არხებზე, სადაც ქართველ მეომრებს ემუქრებიან ოჯახის წევრებით და ასახელებენ ასიათასობით გამოქცდულ რუსს, რომელიც რუსულ სახელმწიფოს მის სადამსჯელო მანქანას, ომს გამოექცა სინამდვილეში და ფულს, რომელსაც ისინი დებენ, თითქოსადა, ქართული ეკონომიკის ასაყვავებლად…
მოკლედ ვიტყვი _ რუსებმა წითელქუდათი და ტამბოვის მგლით ისინი შეაშინონ, ვისაც ისევ უპირებენ ომში გარეკვას…
ქვემოთ ვიდეოა, რომელიც გუშინ მივეცი ერთ ტელევიზიას ამ თემასთან დაკავშირებით”, _ წერს სოციალურ ქსელში უკრაინაში დაღუპული ჯამბულათ ხოფერიას მამა, არჩილ ხოფერია, რომელიც ამჟამად უკრაინაში იმყოფება და რუსების წინააღმდეგ იბრძვის.