ზაპოროჟიეს გუბერნატორის თქმით, სამშობიაროზე რუსეთის თავდასხმის შედეგად ახალშობილი დაიღუპა. ალექსანდრე სტარუხმა “ტელეგრამზე” დილით დაწერა, რომ დაბომბვა ვოლნიანსკის საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილებაში მოხდა.
“მწუხარება ავსებს ჩვენს გულებს – ახლად დაბადებული ბავშვი მოკლეს” – დაწერა მან ტელეგრამზე.
მისი თქმით, ადგილზე მაშველები მუშაობენ.
წყარო: newpost