sportall-ის ინფორმაციით, UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა პედი პიმბლეტმა ილია თოფურიასთან დაპირისპირების მიზეზებზე თავის “პოდკასტში” ისაუბრა. ქართველმა ბრიტანელი ჩარლზ ოლივეირას დანოკაუტების შემდეგ გამოიწვია და თქვა, რომ პიბლეტს მისი ეშინია.
“ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ქართველმა მებრძოლმა გურამ ქუთათელაძემ სოციალურ ქსელში დამცინა. მე დაახლოებით ასეთი სიტყვებით ვუპასუხე: “გაჩუმდი, ყალბო რუსო”.
მართლაც არ ვიცოდი, რომ ეს ასე ძლიერად შეურაცხყოფდა ხალხს. შემდეგ დავწერე რაღაც მსგავსი: “არ არის გასაკვირი, რომ რუსებმა თქვენ დაგატერორეს” და დასაძინებლად წავედი.
დილით რომ გავიღვიძე, საშინელი სიძულვილის ტალღა დამატყდა თავს. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შესახებ არაფერი ვიცოდი და ეს მხოლოდ მეორე დღეს გავიგე.
ბევრი მადანაშაულებდა, თითქოს განზრახ ავწიე ეს თემა. მაგრამ ეს უბრალოდ უნებლიე ფრაზა იყო! ლივერპულში სიტყვა terrorize-ს ვიყენებთ დაპირისპირების მნიშვნელობით”, – თქვა პიმბლეტმა.


































































