უკრაინის პრეზიდენტმა მორიგი ვიდეო მიმართვა გაავრცელა.
“ზუსტად რვა თვე გავიდა სრულმასშტაბიანი ომიდან. რას მივაღწიეთ? ნაბიჯ-ნაბიჯ ვათავისუფლებთ უკრაინულ ტერიტორიას. რუსეთი აღარასდროს იქნება სუბიექტი, რომელიც ვინმეს რამეს უკარნახებს. მას პოტენციალი აღარ გააჩნია ამისთვის.
იყო გაზის მხრივ გავლენა – აღარაა, იყო სამხედრო გავლენა – აორთქლდა. იყო პოლიტიკური წონა – ახლა მზარდი იზოლაციაა. იყო იდეოლოგიური ამბიციები – ახლა მხოლოდ ზიზღია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ყირიმის პლატფორმის საპარლამენტო სამიტი იქნება, სადაც ათობით პარტნიორი სახელმწიფო, ასობით პოლიტიკოსი და საზოგადო ფიგურა იქნება წარმოდგენილი. ეს კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება ყირიმის დე-ოკუპაციის მომზადებაში,” – აცხადებს ზელენსკი.