რუსეთს აქვს უნიკალური იარაღი, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს თუნდაც აშშ,_ ამის შესახებ განცადება რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკილოზ პატრუშევმა განაცხადა.
“რუსეთს აქვს უნიკალური იარაღი, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს ნებისმიერი მოწინააღმდეგე, ძირითადად აშშ, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის არსებობას საფრთხე დაემუქრება“,_ განაცხადა მან.
მან ასევე დასძინა, რომ “ამერიკელი პოლიტიკოსების დარწმუნება, რომ რუსეთი ვერ შეძლებს უპასუხოს აშშ-ს პრევენციულ დარტყმას, არის შორსმჭვრეტელი და საშიში სისულელე”.
პატრუშევმა განაცხადა, რომ სსრკ-ს დაშლის შემდეგ, რუსეთმა თითქოს „შეასწორა თავისი შეცდომები“ და ახლა „შეუძლია ხელი შეუწყოს როგორც შიდა სტაბილურობას, ასევე გარე საფრთხეებისგან დაცვას“.
მან ასევე განაცხადა, რომ აშშ ცდილობს რუსეთის „დათრგუნვას“, შემდეგ კი, სავარაუდოდ, ჩინეთში გადავა.
მან ტრადიციულად გაიმეორა, რომ „დასავლეთმა სერიოზულად არასწორად გათვალა, რუსეთის ეკონომიკის კოლაფსი და მოსახლეობის პროტესტი სანქციების წინააღმდეგ“ და რომ რუსეთი, სავარაუდოდ, „მშვიდად რჩება“ სანქციების ზეწოლის ქვეშ.