რუსეთი აგრძელებს შეტევას მარიუპოლის აზოვსტალის ფოლადის ქარხანაზე.
როგორც ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რუსული ძალები მარიუპოლში აგრძელებენ სახმელეთო თავდასხმას აზოვსტალის ფოლადის ქარხანაზე მეორე დღეა, მიუხედავად იმ განცხადებებისა, ისინი მხოლოდ მის დალუქვას ეცდებიან.
რუსეთის მიერ განახლებული მცდელობა აზოვსტალის და მარიუპოლის აღების დასასრულებლად, სავარაუდოდ, დაკავშირებულია 9 მაისთან და პუტინის სურვილთან, მიაღწიოს სიმბოლურ წარმატებას უკრაინაში.