სევეროდონეცკის დამცველებმა დიდ ზარალი მიაყენეს რუსეთის ჯარს ძალიან სასტიკი და ძალიან რთული ბრძოლის დროს,_ ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
”ბევრი თვალსაზრისით, დონბასის ბედი იქ წყდება”, – თქვა მან ონლაინ მიმართვაში, რომელსაც სააგენტო Reuters ავრცელებს.
რეგიონის გუბერნატორის თქმით, სევეროდონეცკის უმეტესი ნაწილი რუსეთის კონტროლს ექვემდებარება და უკრაინელი მებრძოლები ახლა მხოლოდ ქალაქის გარეუბანს ფლობენ.