ბრიტანეთის დაზვერვა წერს, რომ რუსეთი იყენებს საზღვარგარეთ მოგზაურობის საბჭოთა პრაქტიკას. დაზვერვა თავის ყოველდღიურ განახლებაში წერს, რომ კრემლთან დაახლოებულ ოფიციალურ პირებს უცხოეთში დასასვენებლად მოგზაურობა ეკრძალებათ. ბრიტანულ დაზვერვას აქვს მტკიცებულება, რომ ზოგიერთ ჩინოვნიკს პასპორტები FSB-მ ჩამოართვა.
,,რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ექვემდებარებიან მკვეთრ შეზღუდვებს საზღვარგარეთ მოგზაურობის შესახებ. კრემლთან დაახლოებულ ოფიციალურ პირებს ეკრძალებათ ნებისმიერი უცხოური მოგზაურობა, რომელიც დაკავშირებულია დასვენებასთან.
მთელი რიგი წესები არსებობდა საბჭოთა დროიდან, 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ ვითარება გამკაცრდა“ – წერს ბრიტანული დაზვერვა
შეზღუდვა სავარაუდოდ იმ მოტივით მოქმედებს, რომ უკმაყოფილო ჩინოვნიკები რუსეთიდან არ გაიქცნენ.
“არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ რუსეთში შიდა უსაფრთხოების რეგულაციები კიდევ გამკაცრდეს და მოგზაურობაზე შეზღუდვები გავრცელდეს საჯარო სექტორში დასაქმებულების უფრო ფართო სპექტრზე” – აღნიშნავს ბრიტანული დაზვერვა.
არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ რუსეთის სახელმწიფოში შიდა უსაფრთხოების წესების გამკაცრებასთან ერთად, სამგზავრო შეზღუდვები გავრცელდება საჯარო სექტორის მუშაკთა სულ უფრო ფართო სპექტრზე.
ავტორი