უკრაინის სამხედრო დაზვერვის დაკვირვებით, რუსეთი ფართომასშტაბიანი ხანგრძლივი ომისთვის ემზადება.
„პუტინის ზომები რუსეთის ფედერაციის ეკონომიკისა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის რეორგანიზაციის შესახებ მოწმობს რუსეთის საომარ მდგომარეობაზე გადასვლის მზადებას. ის მიზნად ისახავს რუსეთის შეიარაღებული ძალების პოტენციალის გაძლიერებას და პირობების შექმნას ოპერაციების ჩასატარებლად, რომლებიც დაგეგმილი იყო ომის დასაწყისშივე, მაგრამ წარუმატებლად განხორციელდა რუსი-საოკუპაციო ძალების მიერ“, – აღნიშნული განცხადება გაავრცელა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა Facebook-ზე.
როგორც ცნობილია, რუსეთის ფედერაციამ სამხედრო სამსახურში მყოფ მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება აუკრძალა. რუსეთის FSB-მ შესაბამისი ბრძანება გაუგზავნა ქვეყნის ყველა საზღვრის დაცვის დეპარტამენტს (რუსეთის ფედერაციაში მესაზღვრეები FSB-ის ნაწილია).