CNN -ის ინფორმაციით, ხერსონის გუბერნატორმა ოლეკსანდრ პროკუდინმა განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტები თავს დაესხნენ მუნიციპალურ სატრანპორტო კომპანიას, დაღუპულია ორი მამაკაცი.
„ქალაქ ხერსონში საოკუპაციო ძალები ზუსტი ცეცხლით თავს დაესხნენ მუნიციპალურ სატრანსპორტო კომპანიას. სამწუხაროდ, 55 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მისი კიდევ ხუთი კოლეგა დაიჭრა და საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – თქვა გუბერნატორმა ოლეკსანდრ პროკუდინმა Telegram-ზე.
პროკუდინმა მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია კიდევ ერთი მამაკაცის გარდაცვალების შესახებ. მისი ინფორმაციით, ის მიღებული დაზიანებების შედეგად კლინიკაში დაიღუპა.