გერმანულ საინფორმაციო საიტ T-Online-თან საუბრისას, უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელმა ანდრია ჩერნიაკმა განაცხადა, რომ რუსეთი გეგმავს კიდევ 500 000 ადამიანის მობილიზებას უკრაინაზე ახალი შეტევის მოსამზადებლად.
მისი აზრით, მობილიზაცია 15 იანვრისთვის გამოცხადდება.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსის მოადგილემ ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა, რომ ახალწვეულებს გამოიყენებენ თავდასხმებში, რომლებიც გაზაფხულზე დაიწყება უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში.
„ჩვენ ველით, რომ ისინი განახორციელებენ შეტევას დონეცკისა და ხარკოვის რეგიონებში, ასევე, შესაძლოა, ზაპორიჟჟიეში, მაგრამ რომ დაიცვან ხერსონი და ყირიმი, ეს არის იმ კაცების რაოდენობა, რომლებიც მათ დასჭირდებათ ასეთი ამოცანისთვის“, _ თქვა სკიბიცკიმ.
ცოცხალი ძალის ახალი ინფუზია მასიურად გაზრდის რუსეთის მიერ განლაგებული ჯარისკაცების რაოდენობას ოკუპირებულ უკრაინაში.
უკრაინელი ოფიციალური პირის თქმით, ამჟამად უკრაინაში ადგილზე 280 000 ჯარისკაცია.
მეორე მობილიზაცია უკვე თვეებია განიხილება.
ნოემბერში რუსეთის რეგიონულმა ლიდერებმა პუტინს მისწერეს, რომ შეწყვიტოს რეზერვისტების მობილიზება უკრაინაში საბრძოლველად.
ომის ინსტიტუტის ცნობით, რუსეთში კრემლის მომხრე სამხედრო ბლოგერები ავრცელებენ პრეტენზიებს, რომ მორიგი მობილიზაცია მოხდება.
რუსეთმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მობილიზაციის მეორე ტალღა გარდაუვალი იყო და პუტინმა გასულ თვეში განაცხადა, რომ ეს იყო “უაზრო”,_ იტყობინება The Guardian.
რუსეთის პირველი მობილიზაცია ოქტომბერში, რომელშიც 300 000 ჯარისკაცი მონაწილეობდა, მწვავედ გააკრიტიკეს. ბევრი მობილიზებული ჯარისკაცი იყო მოუმზადებელი, ხანდაზმული ან ძალიან ახალგაზრდა საბრძოლველად.
დაფიქსირდა ცნობები მობილიზებულ ჯარებს შორის მთვრალი ჩხუბისა და უდისციპლინის შესახებ, ერთ-ერთ ბოლო ინციდენტს რუსი სამხედრო მეთაურის მკვლელობა მოჰყვა.